თავში

თურქეთი 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება

თურქეთი 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება
თურქეთი 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება

თურქეთი 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გამოცხადდა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მცირე გამონაკლისის გარდა, მუშაობას ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

საქალაქთაშორისო მგზავრობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.

„ჩვენ სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5000-ზე ნაკლები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში, ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system