თავში

თურქმენეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას გეგმავს

თურქმენეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას გეგმავს
თურქმენეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას გეგმავს

თურქმენეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების განაცხადი გაგზანა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას "თურქმენეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების შესახებ."

"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის პროცედურების მიხედვით, ორგანიზაცია გენერალური საბჭოს მომდევნო სხდომაზე თურქმენეთის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით შესვლის საკითხს განიხილავენ", - ნათქვამია თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველად, თურქმენეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხი დაისვა 9 წლის წინ. სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სტიმულს მისცემს ეროვნული ეკონომიკის განვითარებას და გააფართოვებს თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system