თავში

"თურქული საბჭოს" დელეგაცია განჯაში ჩავიდა

"თურქული საბჭოს" დელეგაცია განჯაში ჩავიდა
თურქული საბჭოს დელეგაცია განჯაში ჩავიდა

აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭოს) დელეგაცია ჩავიდა. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დელეგაციას თან ახლავს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ჰიქმეთ ჰაჯიევი და სხვა ოფიციალური პირები.

მანამდე "თურქული საბჭოს" დელეგაციამ ქალაქი აღდამი მოინახულა. 

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ბაქოში "თურქული საბჭოს" წევრი სახელმწიფოების მინისტრებისა და მაღალი რანგის ოფიციალური პირების მესამე შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის წევრები ამ დრომდე აზერბაიჯანში იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system