თავში

თურქული სამხედრო კონტინგენტი აზერბაიჯანში 1 წლით დარჩება

​თურქული სამხედრო კონტინგენტი აზერბაიჯანში 1 წლით დარჩება
თურქული სამხედრო კონტინგენტი აზერბაიჯანში 1 წლით დარჩება

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის კიდევ ერთი წლით განთავსების წინადადებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქი სამხედროების მანდატის გახანგრძლივებას შემდეგმა პარტიებმა დაუჭირეს მხარი: მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“, მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, „კარგი პარტია“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“. ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიული პარტია“ კი წინააღმდეგ წავიდა.

გადაწყვეტილება თურქ სამხედროებს საშუალებას აძლევს, აზერბაიჯანში საზღვრისპირა ოპერაციები კიდევ ერთი წლის განმავლობაში - 2021 წლის 17 ნოემბრიდან 2022 წლის 17 ნოემბრამდე განახორციელონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system