თავში

თურქულმა სპეცსამსახურებმა ალ-ბაღდადის ნათესავები დააკავეს

თურქულმა სპეცსამსახურებმა ალ-ბაღდადის ნათესავები დააკავეს
თურქულმა სპეცსამსახურებმა ალ-ბაღდადის ნათესავები დააკავეს

თურქულმა სპეცსამსახურებმა "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის ალ-ბაღდადის ათზე მეტი ნათესავი დააკავეს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა განაცხადა.

"დაკავებულია ასევე ალ-ბაღდადის შვილი, რომლის ნათესაური კავშირი დნმ-ის ანალიზმა დაადასტურსა", - განაცხადა ერდოღანმა.

რამდენიმე დღის წინ, ერდოღანმა  ალ-ბაღდადის დისა და მისი ქმრის სირიაში დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება. 

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა.

სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაასაჯაროვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system