თავში

თვითმფრინავი საგანგებოდ პილოტის ინსულტის გამო დაეშვა

თვითმფრინავი საგანგებოდ პილოტის ინსულტის გამო დაეშვა
თვითმფრინავი საგანგებოდ პილოტის ინსულტის გამო დაეშვა

იაპონური ავიაკომპანია All Nippon Airways-ის (ANA) ბოინგ 787-800 Dreamliner, რომელიც პარიზიდან ტოკიოში მიფრინავდა, ნოვოსიბირსკის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა, რადგან ბორტზე მყოფ პილოტს ინსულტი განუვითარდა.

თვითმფრინავის მეორე პილოტმა განაცხადა, რომ ფრენის დროს ეკიპაჟის მეთაურის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილი, სახის ასიმეტრია, რაც თავის ტვინის სისხლძარღვთა მწვავე შემთხვევისთვის არის დამახასიათებელი.

"ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, მას ინსულტი განუვითარდა", - განაცხადა თვითმფრინავში მყოფმა პირმა.

ცნობილია, რომ თვითმფრინავი სამგზავრო იყო, მაგრამ ამ შემთხვევის დროს მასში მხოლოდ ბორტის შვიდი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system