თავში

თვითმფრინავის შასიზე ჩამოკიდებული ავღანელები ქაბულის დატოვებას ცდილობდნენ - VIDEO

​თვითმფრინავის შასიზე ჩამოკიდებული ავღანელები
თვითმფრინავის შასიზე ჩამოკიდებული ავღანელები ქაბულის დატოვებას ცდილობდნენ - VIDEO

ავღანელები ქაბულიდან გაქცევას ამერიკული თვითმფრინავით ცდილობდნენ, რომელსაც დიპლომატიური მისიის ევაკუაცია ევალებოდა. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ადამიანები თვითმფრინავის შასიზე იყვნენ ჩაბღაუჭებულები. მედია წერს, რომ აფრენის შემდეგ ხალხი შასიდან ძირს ეცემოდა.

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ცოტა ხნის წინ ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.

ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system