თავში

თვითმრფინავებში საკვებად ვარგისი ჭიქები გამოჩნდება

​თვითმრფინავებში საკვებად ვარგისი ჭიქები გამოჩნდება
თვითმრფინავებში საკვებად ვარგისი ჭიქები გამოჩნდება

ავიაკომპანია ახალი ზელანდიიდან აცხადებს, რომ ფრენების დროს საკვებად ვარგისი ჭურჭლის გამოყენებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია ყავის ჭიქებზე, რაც გარემოს დაცვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun ავრცელებს.

ტარა ხორბლის ფქვილისგან, შაქრისგან, კვერცხისა და ვანილისგან იქნება დამზადებული. ფაქტობრივად, ჭიქები „ორცხობილასა“ და „ბისკვიტივით“ იქნება, საიდანაც დალევაა შესაძლებელი.

ავიაკომპანია პირობას დევს, რომ ჭიქები არ გაჟონავს, მათი ფორმა კი „ბოლო ყლუპამდე“ შენარჩუნდება. იმისთვის, რომ საკვებად ვარგისი ჭურჭელი არ გაფუჭდეს, მას ჰერმეტულ შეფუთვაში შეინახავენ.

მწარმოებლები ისეთი ჭიქების გამოშვებასაც გეგმავენ, რომელიც გლუტენს არ შეიცავს. მათ შოკოლადის გემო იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system