თავში

Twitter-ის უფროსი დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ საუბრობს

Twitter-ის უფროსი დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ საუბრობს
Twitter-ის უფროსი დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ საუბრობს

ტვიტერის უფროსი ჯეკ დორსი პლატფორმაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბლოკვის შესახებ აცხადებს, რომ ეს "სახიფათო" პრეცედენტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მაინც ამართლებს

დორსის თქმით, ტრამპის დაბლოკვა თავისუფალი, ჯანსაღი კომუნიკაციის ერთგვარი მარცხია. ერთ კონკრეტულ კორპორაციას ან პიროვნებას, შესაძლოა, ხელში ჩაუვარდეს ისეთი მძლავრი ბერკეტი, როგორიცაა კომუნიკაცია სამყაროსთან. 

"მე არ ვგრძნობ სიამაყეს დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშის დაბლოკვით, ან იმით, თუ როგორ მივედით აქამდე. არაერთი მკაფიო გაფრთხილების შემდეგ, ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რადგან ადამიანებს პლატფორმაზე და მის გარეთ, შესაძლოა, საფრთხე შექმნოდათ", - განაცხადა დორსიმ.

Twitter-ი ერთადერთი სოციალური სივრცე არაა, სადაც ტრამპის მიმართ შეზღუდვები გამოიყენეს. Facebook-მა და Youtube-მა აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი დროებით დაბლოკეს.

Snapchat-მა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ემსახურება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system