თავში

Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა

​Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა
Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა

Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში უიღურების შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, დაბლოკვის მიზეზი საელჩოს განცხადება გახდა, რომელშიც "სინძიანის დასავლეთ რეგიონში პეკინის მთავრობის პოლიტიკა იყო მხარდაჭერილი". ეს შეტყობინება, Twitter-ის ადმინისტრაციის აზრით, არღვევს კომპანიის პოლიტიკას დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ.

ჩინეთის საელჩომ აშშ-ში 7 იანვარს გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ უიღური ქალები "ბავშვების ჩასახვის მანქანები" აღარ არიან. Twitter–ის ადმინისტრაციამ ეს პოსტი წაიშალა და შეცვალა წარწერით „ეს ტვიტი აღარ არის ხელმისაწვდომი“.

Twitter ანგარიშის მფლობელისგან შეტყობინების წაშლას ითხოვს, რის შემდეგაც მზადაა, ანგარიში ისევ გახსნას.

ჩინეთის საელჩო კომენტარზე უარს აცხადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system