თავში

Twitter-მა ნიგერიის პრეზიდენტის პოსტი წაშალა და მისი ანგარიში დაბლოკა

​Twitter-მა ნიგერიის პრეზიდენტის პოსტი წაშალა და მისი ანგარიში დაბლოკა
Twitter-მა ნიგერიის პრეზიდენტის პოსტი წაშალა და მისი ანგარიში დაბლოკა

ნიგერიის ფედერალურმა მთავრობამ კომპანია Twitter, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტის, მუჰამედ ბუხარის შეტყობინება წაშალა, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Sahara Reporters ავრცელებს.

”Twitter-ს, შესაძლოა, საკუთარი წესები ჰქონდეს, მაგრამ ისინი უნივერსალური არ არის”, - განაცხადა ნიგერიის ინფორმაციისა და კულტურის მინისტრმა, ლაი მოჰამედმა.

მისი თქმით, თუკი ნებისმიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულია, მას საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, Twitter-მა 2 ივნისს ნიგერიის პრეზიდენტის პოსტი წაშალა, რომელსაც ის სეპარატისტებს სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის დასჯით ემუქრება. კომპანიამ აღნიშნა, რომ მიზეზი 1967-70 წლების სამოქალაქო ომის ხსენებაა, რომლის დროს მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კომპანიამ აღნიშნა, რომ ნიგერიის პრეზიდენტმა Twitter-ის პოლიტიკა დაარღვია და ამიტომაც, მისი ანგარიში დაიბლოკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system