თავში

Twitter-მა ტრამპის საიტიდან განცხადებების გადამწერი ანგარიში დაბლოკა

Twitter-მა ტრამპის საიტიდან განცხადებების გადამწერი ანგარიში დაბლოკა
Twitter-მა ტრამპის საიტიდან განცხადებების გადამწერი ანგარიში დაბლოკა

მიკრობლოგ Twitter-ის სერვისმა დაბლოკა ანგარიში, რომელიც ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეტყობინებების კოპირებისთვის იყო განკუთვნილი. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

ანგარიში @DJTDek ( ტრამპის საიტის ახალი განყოფილება "დონალდ ტრამპის მაგიდიდან") შექმნიდან რამდენიმე საათში გააუქმეს. გვერდის პროფილში მითითებული იყო, რომ მას ტრამპის საიტზე განთავსებული შეტყობინებები უნდა გამოექვეყნებინა.

Twitter-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ მათ ის გვერდი გააუქმეს, რომელიც დაბლოკილი ანგარიშების შინაარსის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ტრამპის წარმომადგენელი ჯეისონ მილერი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გვერდი ექსპრეზიდენტთან კავშირში მყოფი ხალხის მიერ არ იყო შექმნილი. 

Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები რამდენიმე თვის წინ დაბლოკეს, მას შემდეგ რაც 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის მცდელობა იყო.

დღეს, 5 მაისს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი პლატფორმა წარადგინა. მას კომენტარების, ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების, თუმცა პასუხის გაცემისა და კომენტარების დატოვების ფუნქცია არა აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system