თავში

Twitter-მა ვენესუელას ახალი პარლამენტის ანგარიში დაბლოკა

Twitter-მა ვენესუელას ახალი პარლამენტის ანგარიში დაბლოკა
Twitter-მა ვენესუელას ახალი პარლამენტის ანგარიში დაბლოკა

სოციალური ქსელის Twitter-ის ადმინისტრაციამ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ახალი შემადგენლობის ანგარიში დაბლოკა.

"ანგარიში დაბლოკილია. Twitter ბლოკავს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ წესებს"- აღნიშნა ადმინისტრაციამ პარლამენტის გვერდზე.

ამავდროულად, დეპუტატების საკუთრებაში არსებული ანგარიში, რომლებმაც თანამდებობიდან გადადგომაზე უარი თქვეს, კვლავ მუშაობს.

შეგახსენებთ, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 იანვარს ჩატარდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 277 ახალი დეპუტატი აირჩიეს. 20-ზე მეტმა პარტიამ უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system