თავში

Twitter მომხმარებლებს აფრთხილებს

​Twitter მომხმარებლებს აფრთხილებს
Twitter მომხმარებლებს აფრთხილებს

"Twitter-ის" მასობრივი წმენდისთვის ემზადება. მისი ადმინისტრაცია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომლებიც მიკრობლოგით ნახევარ წელიწადზე მეტ ხანს არ სარგებლობდნენ. თუკი11 დეკემბრამდე ისინი თავიანთ "ლოგინსა" და პაროლს არ გამოიყენებენ, მათი პროფილები წაიშლება.

"ჩვენ იმ ანგარიშების წაშლაზე ვმუშაობთ, რომელიც აქტიური არ არის, რათა Twitter-ის მომხმარებელი უფრო ზუსტი და უტყუარი ინფორმაციით იყოს უზრუნველყოფილი, რომელსაც ისინი ენდობიან. ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ დადმიანებს, აქტიურად გამოიყენონ სოციალური ქსელი რეგისტრაციის შემდეგ, რაც არააქტიურ სამომხმარებლო ანგარიშებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკას შეესაბამება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"Twitter-ში" აღნიშნავენ, რომ პროფილების წაშლა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system