თავში

უახლოეს 100 წელში ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე არ გვემუქრება - NASA

უახლოეს 100 წელში ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე არ გვემუქრება - NASA
უახლოეს 100 წელში ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე არ გვემუქრება - NASA

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) ცნობით მომდევნო 100 წლის განმავლობაში დედამიწას ასტეროიდთან შეჯახების საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ განცხადება NASA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სააგენტოს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მასშტაბური ასტეროიდი, ციური სხეული, რომელიც ეგვიპტის ქაოსის ღმერთის - აპოფისის სახელით არის ცნობილი, დედამიწისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

მეცნიერებმა, რომლებმაც ასტეროიდი აღმოაჩინეს, ამტკიცებდნენ, რომ იგი შესაძლოა დედამიწას 2029 წელს დაჯახებოდა. თუმცა, გამოანგარიშებით დადგინდა, რომ 2029 წლის 13 აპრილს ასტეროიდი დედამიწის ცენტრიდან 37,6 ათასი კმ მანძილზე იფრენს. 

NASA-ში შიშობდნენ, რომ ასტეროიდი დედამიწას 2068 წელს შეეჯახებოდა, თუმცა 5 მარტს ჩატარდა კვლევები, რომლითაც დადასტურდა, რომ აპოფისის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე თამამად შეიძლება გამოირიცხოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system