თავში

უარყოფითი კომენტარისთვის ტურისტს 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება

​უარყოფითი კომენტარისთვის ტურისტს 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება
უარყოფითი კომენტარისთვის ტურისტს 2 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ამერიკელ ტურისტს ტაილანდში დასვენების შემდეგ სასტუმროზე უარყოფითი გამოხმაურება, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდეს.

უესლი ბარნსი ტაილადში ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა, რომელიც TripAdvisor-სა და Google-ზე კარგი გამოხმაურებებით სარგებლობს. სასტუმროს მფლობელები ამერიკელის უარყოფითმა კომენტარმა აღაშფოთა და მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლეს.

ბარნსმა სასტუმროს პერსონალი არაკეთილგანწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ, ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს სტუმრები საერთოდ არ აინტერესებდათ.

ბარნსის კომენტარს, შესაძლოა, ასეთი რეაქცია არ მოჰყოლოდა, რომ არა ერთი გარემოება. ის გააზიარა ბრიტანელმა ტურისტულმა ბლოგერმა, რომელსაც "ტვიტერზე" 167 ათასი გამომწერი ჰყავს.

სასტუმრომ, თავის მხრივ ამერიკელ ტურისტს რეპუტაციული ზიანის მიყენებაში დასდო ბრალი. ტაილანდის კანონმდებლობა ცილისწამების შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს. უესლი ბარნსი, რომელიც ტაილანდში მუშაობს, დააკავეს და მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კანონის თანახმად, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან 6500 დოლარის ჯარიმა ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system