თავში

COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები იზრდება - ჯანმო

COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები იზრდება - ჯანმო
COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები იზრდება - ჯანმო

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი ზედიზედ მე-7 კვირაა იზრდება, ვირუსით სიკვდილიანობა კი - ერთი თვის განმავლობაში. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

"იანვარსა და თებერვალში, მსოფლიოში ექვსი კვირის განმავლობაში COVID-19 შემთხვევების შემცირება შეინიშნებოდა. ახლა ზედიზედ უკვე მეშვიდე კვირაა, რაც იზრდება ინფექციების რიცხვი და ოთხი კვირის მანძილზე იზრდება სიკვდილიანობა", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ COVID-19 არ არის ჩვეულებრივი გრიპი და ექსპერტებმა ჯერ კიდევ არ იციან, რა გრძელვადიან გავლენას იქონიებს ვირუსი ადამიანის სხეულზე, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება, მათ შორის პირბადის ტარება.

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 136,832,702-ს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,952,363 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 110,031,696 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system