
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქი ჰასანკეიფი, რომელიც, 12 000 წლის მანძილზე იყო დასახლებული, რამდენიმე თვეში გაქრება. ამის შესახებ გამოცემა "გარდიანი" იუწყება. ხელოვნური ტბა, რომელიც ილუსუს ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ნაწილია, მას შთანთქვას უპირებს. თურქეთის სიდიდით მეორე კაშხალი წყალს მდინარე ტიგროსისგან იღებს. ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მომატებით, საფრთხე ირანის მოსახლეობასაც ემუქრება, რადგან დიდი ნაწილს წყალი სწორედ ამ მდინარიდან მიეწოდება.
ათასობით ადამიანის პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივები ძველი ქალაქიდან „ახალ ჰასანკეიფში“ გადადიან. ტერიტორიიდან გადატანილია ისტორიული არტეფაქტებიც.
ანი იმედაძე
ავტორი