თავში

უეფა სომხეთისა და აზერბაიჯანის საშინაო მატჩების გადატანას არ გეგმავს

​უეფა სომხეთისა და აზერბაიჯანის საშინაო მატჩების გადატანას არ გეგმავს
უეფა სომხეთისა და აზერბაიჯანის საშინაო მატჩების გადატანას არ გეგმავს

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (უეფა) მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განვითარებას თვალს ადევნებს, თუმცა სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპების საშინაო მატჩების გადატანას არ გეგმავს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს.

სომხეთის ნაკრები 11 ოქტომბერს ერევანში საქართველოს გუნდს უნდა შეხვდეს. ორი დღის შემდეგ კი აზერბაიჯანის ნაკრები ბაქოში კვიპროსის გუნდს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system