თავში

უფლებადამცველები კვიპროსის მთავრობას მიგრანტების უხეშად მოპყრობაში ადანაშაულებს

უფლებადამცველები კვიპროსის მთავრობას მიგრანტების უხეშად მოპყრობაში ადანაშაულებს

კვიპროსის ხელისუფლებამ 200 მიგრანტი და ლტოლვილი, რომლებიც ლიბანიდან გემებით ჩამოვიდნენ, უკან გააბრუნა.

ორგანიზაცია Human Rights Watch კვიპროსის საზღვაო პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე მიგრანტის ცემასა და მუქარაში ადანაშაულებს. უფლებადამცველების თქმით, საზღვაო პოლიციამ ერთი გემი ზღვაში საწვავისა და საკვების გარეშე დატოვა.

ლტოლვილთა და მიგრანტთა მაკონტროლებელმა სამსახურმა კვიპროსის სასამართლოს მოუწოდა, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატაროს და შესაბამისი ზომებით დაისაჯოს ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

ორგანიზაცია Human Rights Watch-ში განაცხადეს, რომ ევროკომისიამ კვიპროსი უნდა აიძულოს, მიგრანტთა თავშესაფრის მოთხოვნას პატივი სცეს და არ გააბრუნოს უკან, სადაც მათ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.

"ადამიანები, რომლებიც ლიბანიდან ნავით გადაადგილდებიან, ამით საკუთარ სიცოცხლესა და თავიანთი შვილების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან, იმის გამო, რომ ისინი ნამდვილად სასოწარკვეთილები არიან", - აცხადებენ Human Rights Watch-ში.

კვიპროსის ოფიციალურ წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენატარი არ გაუკეთებიათ.

კვიპროსის მთავრობამ განაცხადა, რომ ეთნიკურად გაყოფილი კუნძული მზადაა, უსაფრთხო თავშესაფარი შესთავაზოს ლტოლვილებს, მაგრამ ქვეყანამ ზღვარს მიაღწია და მას ეკონომიკურად მათი შენახვა უჭირს.

ლტოლვილთა მასობრივ შესვლას კვიპროსზე შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვიპროსის მთავრობა ლიბანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა უკან დააბრუნოს მიგრანტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system