თავში

უგანდაში იშვიათი ჯიშის გორილები დაიბადნენ

უგანდაში იშვიათი ჯიშის გორილები დაიბადნენ
უგანდაში იშვიათი ჯიშის გორილები დაიბადნენ

უგანდაში, ბვინდის ეროვნულ პარკში ექვსი კვირის განმავლობაში 5 იშვიათი გორილა დაიბადა. ინფორმაციას უგანდის ველური ბუნების სამსახური (UWS) ავრცელებს.

ველური ბუნების სამსახურის განცხადებით, იშვიათი გორილა სულ 1000-ზე მეტი არსებობს და მათი გადაშენების საფრთხე მაღალია. მათი თქმით, ეს წელი გორილების დაბადებისთვის უპრეცედენტო იყო, მაგრამ გაუგებარია რატომ მოხდა ასე. ხუთივე გორილა სხვადასხვა ოჯახში დაიბადა და არა ერთ ოჯახში. ველური ბუნების სამსახურის განმარტებით, გორილების მასობრივი შობადობა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის შემცირებამ გამოიწვია.

ბვინდის ეროვნულ პარკში დაახლოებით 400-მდე გორილა ცხოვრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system