თავში

უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სახლში შეიჭრნენ

უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სახლში შეიჭრნენ
უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის სახლში შეიჭრნენ

უგანდაში სამხედროები პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ბობი უაინის სახლში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. 

ამის შესახებ საზოგადოებას ოპოზიციონერმა კანდიდატმა თავად აცნობა.  

„ალყაში ვართ. სამხედროები ახლა ჩვენს სახლს აკონტროლებენ“, - დაწერა პოლიტიკოსმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, უგანდაში არჩევნები 14 იანვარს ჩატარდა. ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მედიის ცნობით, ბევრი საარჩევნო უბანი ერთი საათის დაგვიანებით გაიხსნა, თუმცა ამომრჩეველი მშვიდად მივიდა საარჩევნო ყუთთან. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები საარჩევნო უბნებთან ახლოს იყვნენ განლაგებულნი, მაგრამ ქალაქში პატრულირება ნაკლებად შეიმჩნეოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system