თავში

უგანდის ოპოზიცია ლიდერის შინაპატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

უგანდის ოპოზიცია ლიდერის შინაპატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს
უგანდის ოპოზიცია ლიდერის შინაპატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

უგანდის ოპოზიციური ეროვნული ერთიანობის პარტია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება და მისი ლიდერის  შინაპატიმრობიდან მოითხოვს გათავისუფლებას.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, უგანდის დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში საპროტესტო აქციები გაიმართა. უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრატების დარბევის დროს ორი ადამიანი მოკლეს და 23 დააკავეს.

ოპოზიციური პარტიის სპიკერის განცხადებით, მის ლიდერსა და მეუღლეს საკუთარი სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ, რადგან მათ სახლთან უსაფრთხოების ძალები იმყოფებიან.

"ჩვენ უბრალოდ გავაძლიერეთ ჩვენი ყოფნა სამეზობლოში მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ აქ არ ვართ მის დასაპატიმრებლად და ის არც არის დაპატიმრებული", - განაცხადა უსაფრთხოების ძალების მეთაურმა.

თუმცა, ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ის მძევლად იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ოპოზიციის სპიკერის ცნობით, პარასკევს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატის რეზიდენციაში შესვლას ცდილობდა, რა დროს უსაფრთხოების ძალებმა მას სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შაბათს, უგანდას საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ იოვერი მუსევენის გამარჯვების შესახებ განაცხადა, რომ მან ხმების 59% მიიღო, ხოლო რობერტ კიაგულანიმ ხმების 35%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system