თავში

უგანდის პრეზიდენტის ფიტნესის გაკვეთილები თვითიზოლირებულებისთვის - VIDEO

უგანდის პრეზიდენტის ფიტნესის გაკვეთილები თვითიზოლირებულებისთვის - VIDEO
უგანდის პრეზიდენტის ფიტნესის გაკვეთილები თვითიზოლირებულებისთვის - VIDEO

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, ბევრ ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, რის გამოც მოსახლეობა ქუჩაში გასვლისგან თავს იკავებს. თუმცა, ამის მიუხედავად ფორმაში ყოფნა აუცილებელია, მით უფრო, როდესაც მთელ დროს სახლში ვატარებთ. სწორედ ამიტომ, თვითიზოლირებულთა უმეტესობა ფიტნესის ონლაინ კურსებს მიმართავს.

უგანდის პრეზიდენტმა, იოვერი მუსევანმა, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უგანდელებს ასწავლის, თუ როგორ ივარჯიშონ და დაკავდნენ ფიტნესით სახლის პირობებში.

"ვნახე ვიდეო, რომელშიც უამრავი ადამიანი ქუჩაშია გამოსული და ვარჯიშობს.  ეს უნდა შეწყდეს. თუ ვარჯიში გსურთ, ამის გაკეთება სახლშიც შესაძლებელია და ხვალ მე თავად გასწავლით როგორ",- წერს უგანდის პრეზიდენტი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

75 წლის პრეზიდენტმა პირობა შეასრულა და მომავალ დღეს 3 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა.

"გუშინ, მე იმედგაცრუებული ვიყავი იმ ადამიანებით, რომლებიც ჯგუფურად დარბოდნენ და ამით, საკუთარ თავს COVID-19-ის რისკის ქვეშ აქცევდნენ. არ არის აუცილებელი სავარჯიშო დარბაზში სიარული. აქ არის ჩემი დემონსტრირება, თუ როგორ შეგიძლიათ ივარჯიშოთ სახლის პირობებში და დაიცვათ უსაფრთხოება", - განაცხადა იოვერ მუსევანმა.

უგანდაში ახალი ტიპის კორონავირუსის 53 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system