თავში

უგურ საჰინი: ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით

უგურ საჰინი: ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით
უგურ საჰინი: ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით

კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელისა და ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლის, უგურ საჰინის განცხადებით, პანდემიის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზამთარში დავუბრუნდებით. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

პროფესორმა უგურ საჰინმა განაცხადა, რომ ეს ზამთარი რთული იქნება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. 

გასულ კვირას, Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო გამოცემებისა და მეცნიერების აღტაცება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 

ტესტირებაში მონაწილეობა 43 000-მა ადამიანმა მიიღო.

საჰინის განცხადებით ვაქცინა კორონავირუსისგან ადამიანების 90%-ს დაიცავს. მეცნიერის თქმით, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის ვაქცინაცია შესაძლოა ამ წლის ბოლოს დაიწყოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system