თავში

ვუჰანის ლაბორატორიის მეცნიერები საგანგაშო ვიდეო-კადრებს აქვეყნებენ - VIDEO

ვუჰანის ლაბორატორიის მეცნიერები საგანგაშო ვიდეო-კ
ვუჰანის ლაბორატორიის მეცნიერები საგანგაშო ვიდეო-კადრებს აქვეყნებენ - VIDEO

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია, რომ ვუჰანის ლაბორატორიის მეცნიერები "ცოცხალი ვირუსების" კვლევის მიმდინარეობისას ღამურებთან დამცავი ხელთათმანისა და სხვა აღჭურვილობების გარეშე მუშაობენ. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

გამოცემის ცნობით, ვიდეო ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ორი წლით ადრე არის გადაღებული. 

ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ მუშაობენ ჩინელი მეცნიერები ღამურებით სავსე გამოქვაბულში. ამასთან, მეცნიერები აღიარებენ და ვიდეოზეც გარკვევით ჩანს, რომ კვლევების პროცესში ერთ-ერთ მკვლევარს ღამურამ ხელზე უკბინა. 

სტატიის ავტორი წერს, რომ ეს კადრი უამრავ სერიოზულ კითხვას ბადებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩინელ მეცნიერებს უნდა დაუსვან. ვინაიდან, შესაძლოა კორონავირუსი, მათ შორის COVID-19-ის დაავადებაც სწორედ ამ პერიოდიდან გავრცელებულიყო.

ცნობისთვის, ჯანმო-ს სპეციალისტთა ჯგუფი ვუჰანში 14 იანვარს ჩავიდა. მათი ვიზიტის მთავარ მიზანს კორონავირუსის წარმოშობის დადგენა წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system