თავში

ინდოეთში მესაზღვრეები მტრედს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ

​ინდოეთში მესაზღვრეები მტრედს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
ინდოეთში მესაზღვრეები მტრედს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
© TWITTER/MAANIMRANKHAN

ინდოეთში მესაზღვრეებმა დააკავეს მტრედი, რომელის პაკისტანიდან გადმოფრინდა და მის წინააღმდეგ საერთაშორისო ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ცდილობენ. ინფორმაციას TRT World ავრცელებს.

მათი თქმით, 17 აპრილს დაუდგენელმა ფრინველმა საზღვარი გადაკვეთა და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის მხარზე ჩამოჯდა. მტრედი დააკავეს და ინციდენტის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობეს.

ფრინველს ქაღალდი ჰქონდა გამობმული. მასზე ტელეფონის ნომერი იყო დაწერილი. მესაზღვრეები ვარაუდობენ, რომ ეს პაკისტანური ტელეფონი იყო.

"ვინაიდან მტრედი ფრინველია, ჯერ არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ჩვენ იურისტებს მივმართავთ, რათა ამ საკითხზე ინფორმაცია მოვიძიოთ", - განაცხადა შტატის პოლიციელმა.

ამჟამად მტრედი პენჯაბის შტატის პოლიციის განყოფილებაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system