თავში

უილ სმიტის კინოსტუდიაში COVID-19-ის აფეთქება დაფიქსირდა

უილ სმიტის კინოსტუდიაში COVID-19-ის აფეთქება დაფიქსირდა
უილ სმიტის კინოსტუდიაში COVID-19-ის აფეთქება დაფიქსირდა

უილ სმიტის კინოსტუდიაში Westbrook Inc. კორონავირუსის ინფექციის აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. 

გამოცემის ცნობით, კომპანიის 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ყველა პირი იზოლაციაში იმყოფება. 

ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების დაცვის მიზნით, კომპანიამ გადაღებები დროებით შეაჩერა. 

თავად მსახიობი და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ და ინფექცია არ უდასტურდებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system