თავში

იაპონიაში მოხუცებს სიკვდილის დეტექტორით აღჭურვილ ბინებში დაასახლებენ

​იაპონიაში მოხუცებს სიკვდილის დეტექტორით აღჭურვილ ბინებში დაასახლებენ
იაპონიაში მოხუცებს სიკვდილის დეტექტორით აღჭურვილ ბინებში დაასახლებენ

იაპონიაში ტერმინი "კოდოკუში", რაც მარტოხელა სიკვდილს ნიშნავს, სულ უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება. ხანდახან მარტოხელა მოხუცს სახლში გარდაცვლილს რამდენიმე კვირაში, ან სულაც თვეში პოულობენ, რადგან სიმარტოვე ამ ქვეყანაში ითვლება უფლებად, რომლის დარღვევას ყველა ერიდება. თუმცა, საზოგადოება ხვდება, რომ ეს უკვე დიდი პრობლემა გახდა.

პირველ რიგში ეს პრობლემა აწუხებს კომპანიებს, რომლებიც ბინებს აქირავებს. თუკი მიცვალებულიც ცხედარი ბინაში დიდი ხნის განმავლობაში ხდება, აუტანელი სუნის გაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია და კომპანია იძულებულია, ბინის მოწესრიგებისთვის დიდი თანხები იხადოს. ამასთან, ასეთი ბინების ღირებულება 10-20% ეცემა.

ვითარების გამოსწორების მიზნით სააგენტოები ნოუ-ჰაუს მიმართავენ. ბინაში მოხუცის გადასვლამდე მის აღჭურვას "სიკვდილის დეტექტორით" გეგმავენ, რომელიც ელექტროენერგიის ხარჯს გააკონტროლებს. იმ შემთხვევაში, თუ რიგითი გრაფიკიდან გადახვევა ერთ დღე-ღამეს გადაჭარბებს, მოწყობილობა ბინადარს დაურეკავს და თუ მას არავინ უპასუხებს, წერილს ბინის მფლობელს მისწერს, რომელიც ბინას შეამოწმებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system