თავში

უხუცესი ბრიტანელი ქალბატონი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

უხუცესი ბრიტანელი ქალბატონი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა
უხუცესი ბრიტანელი ქალბატონი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

1908 წლის 29 მარტს დაბადებული ჯოან ჰოკარდი, რომელიც ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმულ მაცხოვრებლად ითვლებოდა, 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ჯოანი დორსეტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

მან ადრეული ცხოვრება, მამასთან ერთად, კენიაში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სასექსის სკოლა-პანსიონში დაიწყო სწავლა, მოგვიანებით კი ჟენევის სასტუმროში მზარეულად მუშაობდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, სასწრაფო დახმარების მანქანით ჯოანი ლონდონში გაემგზავრა და მეზღვაური გახდა.

გამოცემის ცნობით, ჯოანის მეუღლე, ბობ ვეიტონი მიმდინარე წლის მაისის თვეში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system