თავში

უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწაზე შაბათ-კვირას დაეცემა

​უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწაზე შაბათ-კვირას დაეცემა
უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწაზე შაბათ-კვირას დაეცემა

კონტროლიდან გამოსული 18 ტონიანი ჩინური რაკეტის ნაწილები, ატმოსფეროში შემოვა და დედამიწაზე, სავარაუდოდ, შაბათ საღამოს, ან კვირას დილით დაეცემა. მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ამ მოვლენას. იფნორმაციას BBC ავრცელებს. 

Long March-5b ხომალდის მთავარი სეგმენტი პეკინმა გასულ თვეში ახალი კოსმოსური სადგურის პირველი მოდულის გასაშვებად გამოიყენა. 30 მეტრის სიგრძისა და 22 ტონა სიმძიმის რაკეტა კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება. ის ბოლო ათწლეულების განმვალობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხეულია, რომელიც უკონტროლოდ შემოვა ატმოსფეროში.

პენტაგონი ყოველდღიურად აკონტროლებს დედამიწის გარშემო მოძრავ 27 000-მდე ობიექტს ან ნარჩენს. თუმცა, ჩინეთის უკონტროლო რაკეტა სიდიდით და წონით ყველაზე დიდია. შესაბამისად, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, მისი სრული წვა და დაშლა ვერ მოხდება.

პენტაგონი ვარაუდობს, რომ რაკეტა წყნარ ოკეანეში დაეცემა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა იმედი გამოთქვა, რომ ხომალდი ოკეანის იმ ნაწილში ჩავარდება, სადაც ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system