თავში

უკრაინა ბელარუსში ნავთობის ტრანზიტისთვის მზად არის

​უკრაინა ბელარუსში ნავთობის ტრანზიტისთვის მზად არის
უკრაინა ბელარუსში ნავთობის ტრანზიტისთვის მზად არის

უკრაინას ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება მილსადენ "ოდესა-ბროდისა" და სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით შეუძლია, - ამის შესახებ მინსკში უკრაინის ელჩმა, იგორ კიზიმმა განაცხადა,

მისი თქმით, ეს კიევის მხრიდან მინსკის მხარდაჭერის აქტი იქნება.

"როდესაც ჩვენ ზაფხულში დიზელის საწვავის მიწოდების პრობლემა გვქონდა, ბელარუსი მხარში ამოგვიდგა", - აღნიშნა კიზიმმა.

საუბარია რუსეთის მიერ უკრაინაში საწვავის მიწოდებაზე დაწესებულ ემბარგოზე, რომელიც 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდა.

2020 წლის პირველი იანვრიდან რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბელარუსსში ნავთობის მიწოდება შეწყვიტეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ კონტრაქტები ხელმოწერილი არ იყო. მინსკმა, რუსულ ნედლეულზე ფასის ზრდის პირობებში, მომწოდებლებისთვის დამატებითი პრემიის გადახდაზე უარი განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოითხოვა, რომ რუსულ ნავთობზე ქვეყნის დამოკიდებულება და რუსეთიდან იმპორტის მოცულობა რესპუბლიკის საჭიროების 30-40%-მდე შემცირდეს.

მანამდე ბელარუსმა ლიტვის დახმარებით ნორვეგიული ნავთობი უკვე მიიღო. ამჟამად ევროპის პორტების გავლით ამერიკული და საუდის არაბეთის ნავთობის მიწოდება განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system