თავში

უკრაინა ბრიტანეთისგან რაკეტებსა და სამხედრო გემებს მიიღებს

​უკრაინა ბრიტანეთისგან რაკეტებსა და სამხედრო გემებს მიიღებს
უკრაინა ბრიტანეთისგან რაკეტებსა და სამხედრო გემებს მიიღებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო იარაღსა და სამხედრო გემებს მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ლონდონში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

დიპლომატის განცხადებით, უკრაინული მხარე მალე გაერთიანებული სამეფოსგან ორ ოპერატიულ გემს (ნაღმსატყორცნს) შეიძენს. მისი თქმით, გემები უკრაინის საზღვაო ძალების ნაწილი მიღებისთანავე გახდება.

"ეს არის თანამედროვე გემები, რომლებსაც ბრიტანეთის საზღვაო ძალები იყენებენ. მათ ყველაზე თანამედროვე იარაღი აქვთ და ისინი NATO-ს ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს", - განაცხადა პრისტაიკომ.

ელჩის თქმით, კიევი სარაკეტო იარაღსაც მიიღებს, რაც უკრაინას საზღვაო ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერებაში დაეხმარება.

გარდა ამისა, მხარეები უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებისთვის გემების ერთობლივად მშენებლობას გეგმავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system