თავში

უკრაინა და თურქეთი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

​უკრაინა და თურქეთი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებას გააფო
უკრაინა და თურქეთი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

"პრეზიდენტები შეთანხმდნენ, უკრაინასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესის დასრულებისთვის მუშაობა გაააქტიურონ", - ნათქვამია ოფისის განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკის მოწვევა მიიღო და ის უკრაინას სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეათე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა. 

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system