თავში

უკრაინა დსთ-ს ორი ხელშეკრულებიდან გამოვიდა

​უკრაინა დსთ-ს ორი ხელშეკრულებიდან გამოვიდა
უკრაინა დსთ-ს ორი ხელშეკრულებიდან გამოვიდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დსთ-ს კოსმოსის შესახებ ორი ხელშეკრულებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომას პირდაპირ ეთერში YouTube-არხზე გადასცემდნენ.

პირველი ხელშეკრულება კოსმოსური სივრცის შესწავლისა და გამოყენების ერთობლივი საქმიანობის დაფინანსების წესს ეხება, რომელიც 1992 წლის 13 ნოემბერს მოსკოვში გაფორმდა.

ამასთან, უკრაინა მეორე ხელშეკრულებიდანაც გამოდის, რომელიც კოსმოსური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და გამოყენებას ეხება.

განმარტებით ბარათებში აღნიშნულია, რომ თანამედროვე რეალობაში ეს ხელშეკრულებები უკრაინის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system