თავში

უკრაინა ირანში სპეციალისტებს გაგზავნის

უკრაინა ირანში სპეციალისტებს გაგზავნის
უკრაინა ირანში სპეციალისტებს გაგზავნის

უკრაინის სხვადასხვა სამინისტროს და უწყების თანამშრომლები „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად ირანში გაემგზავრებიან. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორის უკრაინის საგანგებო სამსახურის, თავდაცვის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს და საავიაციო შემთხვევების გამოძიების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იქნებიან.

„მათი მიზანი გამოძიება და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების იდენტიფიკაცია და რეპატრიაცია იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე ცნობით, სპეციალისტები ირანში 8 იანვარს, საღამოს გაემგზავრებიან.

უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system