თავში

უკრაინა სამხედრო ბაზებს NATO-ს სტანდარტებით ააშენებს

​უკრაინა სამხედრო ბაზებს NATO-ს სტანდარტებით ააშენებს
უკრაინა სამხედრო ბაზებს NATO-ს სტანდარტებით ააშენებს

მარიუპოლსა და სევეროდონეცკში სამხედრო ბაზები აშენდება, რომელიც NATO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანრდეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს ახალი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მშენებლობის განვითარება იქნება.

"ჩვენ რამდენიმე ხარისხიანი ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობას ვგეგმავთ, რათა ყველამ იცოდეს, რომ NATO-ს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზები ჩვენთანაც შეიძლება არსებობდეს. კერძოდ, ესაა ორი ობიექტი, რომელსაც ჩვენ ნულიდან ვაშენებთ. ეს ორი სამხედრო ბაზაა: ერთი პარიუპოლში, მეორე - სევეროდონეცკში", - განაცხადა მინისტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system