თავში

უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან - ჟოზეპ ბორელი

უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან - ჟოზეპ ბორელი
უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან - ჟოზეპ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან.

"უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან, დაწყებული გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვით და დამთავრებული ჩვენი მჭიდრო კავშირებით, კერძოდ ასოციაციის შეთანხმებით. უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევენი ევროკავშირმა აღიარა და მიესალმება, როგორც ეს შეთანხმებაშია აღნიშნული. ეს ასევე დადასტურებულია დეკლარაციით, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგად მივიღეთ", – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ უმჯობესია, არ იყოს სპეკულაციები, რამდენი წელი დასჭირდება უკრაინას ევროკავშირის წევრობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system