თავში

უკრაინამ აშშ-თან გაზის შესყიდვის მემორანდუმი გააფორმა

​უკრაინამ აშშ-თან გაზის შესყიდვის მემორანდუმი გააფორმა
უკრაინამ აშშ-თან გაზის შესყიდვის მემორანდუმი გააფორმა

უკრაინამ ამერიკულ კომპანია Louisiana Natural Gas Exports-თან აშშ-დან წელიწადში 5,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი ბუნებრივი აირით მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, გრძელვადიანი მარაგების უზრუნველყოფასა და უკრაინასა და ევროკავშირში ტრანსსასაზღვრო გაზის ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.

ოფიციალური კიევის განცხადებით, გაზის მილსადენის გაყვანა პოლონეთთან იგეგმება, რომელმაც უკრაინაში გაზის რეზერვუარების შევსება უნდა უზრუნველყოს. მილსადენი უკრაინულ ქალაქებში გერმანოვიცსა და ბილჩე-ვოლიცკში მდებარე პოლონურ კვანძს უკრაინის გაზის რეზერვუარებთან დააკავშირებს.

ათასი კუბური მეტრი გაზის საორიენტაციო ფასი, აშშ-დან ტრანპორტირების ფასის ჩათვლით, 220 დოლარი იქნება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system