თავში

უკრაინამ საკარანტინო რეჟიმი 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

უკრაინამ საკარანტინო რეჟიმი 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა
უკრაინამ საკარანტინო რეჟიმი 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

უკრაინის მთავრობამ კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გაუარესების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები 25 მარტით დათარიღებულ ბრძანებაში შეიტანა. საკარანტინო რეჟიმის ვადა 31 ოქტომბერს იწურებოდა.

უკრაინის 100 ქალაქი და რაიონი 26 ოქტომბრიდან ეპიდემიის საშიშროების გამო "წითელი ზონად" გამოცხადდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, 363 075 შემთხვევა დაფიქსირდა, 148,642 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6,755 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში 3 129 235 ტესტი ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system