თავში

უკრაინაში 8 მოზარდი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა

​უკრაინაში 8 მოზარდი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა
უკრაინაში 8 მოზარდი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვოში 8 მოზარდი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ინციდენტი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სახელმწიფო კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მოხდა.

8 მოზარდიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების თქმით, საერთო საცხოვრებელში დაუდგენელი ნივთიერების მკვეთრი სუნი იდგა.

ჰაერი სპეციალისტებმა შეამოწმეს, რომლებმაც საშიში ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system