თავში

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში 25 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები ტარდება. 2020 წლის არჩევნები უკრაინის 24 რეგიონში მიმდინარეობს. არჩევნების შედეგების საფუძველზე რეგიონალური, რაიონული და საქალაქო საბჭოების ახალი შემადგენლობები შეიქმნება. უკრაინის მოქალაქეები ასევე  ქალაქების მერებსა და სოფლის მეთაურებს აირჩევენ. 

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ადგილობრივი დეპუტატების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს განპირობებულია ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, რამაც უკრაინაში რეგიონების რაოდენობა დაახლოებით ოთხჯერ შეამცირა. გარდა ამისა, რეგიონალური ცენტრები, რომლებიც ადრე არცერთ რაიონს არ ეკუთვნოდა, ახლა ახლადშექმნილი რაიონების ნაწილი გახდა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 119 საოლქო საბჭო აირჩევა.

საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას შერეული საარჩევნო სისტემა წარმოადგენს. ქალაქებში, სადაც 10 ათასი მეტი ადამიანი ცხოვრობს, არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება. 

დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში პირველად, პარტიები კანდიდატთა გახნილ სიებს წარადგენენ. ამომრჩეველმა ბიულეტენზე უნდა მონიშნოს პოლიტიკური პარტია, რომელსაც ხმას აძლევს და მიუთითოს ამ პარტიიდან კონკრეტული კანდიდატის ნომერი. ახალი სისტემა კანდიდატებს საშუალებას აძლევს პარტიულ სიაში მოხვდნენ, რაც ადგილობრივ საბჭოებში მათი არჩევის შანსებს გაზრდის. 

2020 წლის ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთ ინოვაციას  გენდერული კვოტები წარმოადგენს. პარტიების საარჩევნო სიაში არანაკლებ 40%-ს ქალები უნდა შეადგენდნენ.  

გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული გამოკითხვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system