
გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა რიცხვი 109-ით გაიზარდა. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 418-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, COVID 19-ს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.