თავში

უკრაინაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 29 ბავშვი და 90 ექიმი დაინფიცირდა

​უკრაინაში ბოლო 24 საათში
უკრაინაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 29 ბავშვი და 90 ექიმი დაინფიცირდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ბავშვები და სამედიცინო პერსონალიც არიან. ბოლო 24 საათში ვირუსი 29 ბავშვს და 90 ექიმს გამოუვლინდა. მთლიანობაში ქვეყანაში COVID-19-ით 260 ბავშვი და 684 ექიმია დაინფიცირებული.

უკრაინაში კორონავირუსის 3764 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 108 და გამოჯანმრთელდა 143 პაციენტი . საავადმყოფოში მკურნალობას 3513 ადამიანი განაგრძობს.

დაავადებულთა ასაკი ასე გამოიყურება: 4,5% 0-დან 9 წლამდე ასაკისაა, 4,10% - 10-დან 19 წლის. 11% - 20-29 წლის, 18,70%- 30-39 წლის, 19,30% - 40-69 წლის, 14,10% - 69-79 წლის და 80 წელს ზევით დაავადებული მხოლოდ 0,70%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system