თავში

უკრაინაში COVID-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს

უკრაინაში COVID-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს
უკრაინაში COVID-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს

კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამის პირველი ორი შემთხვევა უკრაინაში დაფიქსირდა.

ახალი შტამი ივანო-ფრანკოვსკის ოლქში აღმოაჩინეს, რომელიც წითელ ზონად არის გამოცხადებული. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წამყვანმა ინფექციონისტმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ კომპანია Farmak-მა, ორი პაციენტის ნიმუშში 501-N501Y მუტაცია აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს მუტაცია გვხვდება კორონავირუსის ბრიტანულ, ბრაზილიურ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში. მისი უფრო მეტი ინფექციურობის მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ამ ტიპის მუტაციის გამო, სიკვდილიანობის ზრდის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system