თავში

უკრაინაში COVID 19-ით 1000 ექიმზე მეტი დაინფიცირდა

უკრაინაში COVID 19-ით 1000 ექიმზე მეტი დაინფიცირდა
უკრაინაში COVID 19-ით 1000 ექიმზე მეტი დაინფიცირდა

უკრაინაში COVID-19-ით ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

”მთლიანობაში, პანდემიის დროს 5 449 ადამიანი დაავადდა, მათ შორის 358 ბავშვი და 1 031 სამედიცინო მუშაკი. ჯამში, 347 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა - 141”, -  განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

”რეგიონებზე საუბრისას, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების უდიდესი რაოდენობა ჩერნიშვის რაიონში - 49 დაფიქსირდა, ხოლო ქალაქ კიევში - 31”, - დასძინა მაქსიმ სტეპანოვმა.

მისი თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ბოლოდროინდელ ზრდას წინა კვირას (12 აპრილს)  გამართულ საეკლესიო მსახურებას უკავშირებს.

”სამწუხაროდ ბევრმა ჩვენი მითითება არ გაითვალიწინა და წინა კვირას წირვაზე მაინც წავიდა" , - აღნიშნა სტეპანოვმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფექციის რაოდენობის მატება წინა კვირას გამართული წირვიდან მე-4 და მე-5 დღეს დაფიქსირდა.

ინციდენტების მაჩვენებლების რაოდენობის ზრდის კიდევ ერთ მიზეზად, უკრაინელმა მინისტრმა ქვეყანაში ახალი ტიპის ტესტირების შემოღება დაასახელა, რამაც საშუალება მისცა ექიმებს დაავადების დასადგენად ტესტირება უფრო მეტი ადამიანისთვის ჩაეტარებინათ.

უკრაინაში ამჟამად კარანტინია გამოცხადებული და საგანგებო მდგომარეობა, სულ მცირე, 24 აპრილამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system