თავში

უკრაინაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 251-მდე გაიზარდა

უკრაინაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 251-მდე გაიზარდა
უკრაინაში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 251-მდე გაიზარდა

უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 251-მდე გაიზარდა, მათ შორის, ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურმა განაცხადა.

გარდაცვლილია 32 ადამიანი, ხოლო 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის განცხადებით, ინფიცირებულთა 74 პროცენტი, 30 დან 69 წლამდე ასაკის პირია.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში კორონავირუსით ინფიცირების 245 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 1 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system