თავში

უკრაინაში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

უკრაინაში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა
უკრაინაში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც წელს სკოლის მოსწავლეებისთვის სავალდებულო გამოსაშვები და უნივერსიტეტში მისაღებად საჭირო გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ქვეყნის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიუბომირა მანძიმ განმარტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 36,560 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16,509 ადამიანი, დაავადებას 1,002 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system