თავში

უკრაინაში გარკვეული პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

​უკრაინაში გარკვეული პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება
უკრაინაში გარკვეული პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

უკრაინაში გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, კოვიდვაქცინაცია სავალდებულო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ადგილობრივი ადმინისტრაციების წევრებისთვის და ყველა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის იქნება.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება ძალაში გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა. პირები, ვინც ამ პერიოდში აცრას არ გაიკეთებენ, სამსახურს დაკარგავენ.

ცნობისთვის, 8 ოქტომბრის მონაცემებით უკრაინაში სრულად 6 008 605 ადამიანია აცრილი. ჯამში ვაქცინა 7 421 452 აქვს მიღებული.

გასული დღის განმავლობაში COVID-19-ზე 127 685 ადამიანი აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system