თავში

უკრაინაში გაზის მარაგმა 7-წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა

​უკრაინაში გაზის მარაგმა 7-წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა
უკრაინაში გაზის მარაგმა 7-წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა

უკრაინის მიწისქვეშა საცავებში არსებულმა გაზის მარაგმა 7-წლიან მაქსიმუმს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნაფტოგაზ უკრაინის“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ამჟამად „მიწისქვეშეთში“ 18,7 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზია. ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში მარაგის მაქსიმალური ნიშნულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგროვებული მარაგი გათბობის მომავალი სეზონისთვის სრულიად საკმარისი იქნება. მომავალში „ნაფტოგაზ უკრაინა“ საცავებში რეკორდული 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მობილიზებას გეგმავს იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, თუკი 1 იანვრიდან ქვეყანაში რუსეთის ტრანზიტი შეწყდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system